პროგრამაში მხარდაჭერილია კონსიგნაციის ვადების ავტომატური კონტროლი. ფუნქციის გააქტიურების შედეგად, რეალიზაციის დოკუმენტში, გადახდების ნაწილში, ავტომატურად აისახება მყიდველზე გაწერილი კონსიგნაციის ვადა.
ფუნქციის გასააქტიურებლად მიყევით ინსტრუქციას
1. ვაჭერთ სწრაფ ღილაკს Ctrl+P და ვნიშნავთ გადახდის ვადის ავტომატიზაცია
2. მართვის პანელიდან ვირჩევთ ცნობარები
3. ვაჭერთ ღილაკს კონტრაგენტები და გადავდივართ მყიდველების ჯგუფზე
4. მაუსის ორჯერ დაწკაპუნებით ვხსნით მყიდველს , რომელზეც გვსურს კონსიგნაციის ვადის გაწერა და ვაჭერთ დამატებითი
5. ველში კონსიგნაციის ვადა, ვწერთ კონსიგნაციის დღეების რაოდენობას
6. ოპერაციის დასასრულებლად ვაჭერთ ღილაკს შენახვა
შენიშვნა: კონსიგნაციის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მყიდველის დავალიანება აისახება მიწოდება-გადახდის რეპორტში